Accessibility links

სვანეთში ხანძრის სამი კერა ლიკვიდირებულია


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 კერიდან სამი ლიკვიდირებულია, ერთი კი, ლოკალიზებული. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა.

ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი.

მთის ფერდობზე მდებარე ტყის მასივში 5 ივლისს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 200 მეხანძრე-მაშველი, 10 ერთეული ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG