Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული


სოფელ მუხრანში მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 7 ივლისს, გ.ო-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას დ ბაბუას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება მიმდინარეობს ორი, ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. მედიით გავრცელებული ერთი ვერსიით, ბრალდებულმა შური იძია დედაზე ძალადობის გამო, მეორე ვერსიით კი, ოჯახში უთანხმოება იყო გაყიდული მიწის ნაკვეთის თანხის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG