Accessibility links

ავსტრალიის ოლიმპიური ნაკრების მედროშე ოკეანეში ნადირობისას დაიღუპა


სნოუბორდკროსში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალექს პულინი ავსტრალიის სანაპიროსთან, წყალქვეშა ნადირობის დროს გარდაიცვალა. 32 წლის ავსტრალიელი სპორტსმენი მაშველებმა საკურორტო ქალაქ გოლდ-ქოსთში, ხელოვნური კლდის სიახლოვეს, წყლის ფსკერზე, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სამედიცინო პერსონალიც სწრაფადვე ჩაერთო საქმეში, მაგრამ პულინის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ცნობილ სნოუბორდისტს, რომელიც ამავდროულად წყალქვეშა ნადირობის დიდი მოყვარული იყო, ბოლო ნადირობისას ჟანგბადის ნიღაბი არ ეკეთა.

ალექს პულინი მსოფლიო ჩემპიონი 2011 და 2013 წლებში გახდა. 2017 წელს კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2014 წელს, სოჭში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ის ავსტრალიის დელეგაციის მედროშე იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG