Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გრძელდება


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, რომელბმაც სამსახური დაკარგეს ან თვითდასაქმებულები, რომლებიც შემოსავალს ვეღარ იღებენ, კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის გავალას პირველ აგვისტომდე შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საბუთების ვადაში მოძიება, მათთვის ვადა გაგრძელდება პირველ აგვისტომდე. თუ საჭირო გახდება, ვადას კიდევ გავაგრძელებთ", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, 121 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა და 129 ათასზე მეტმა დასაქმებულმა შემოსავალი უკვე მიიღო. პრემიერმა განმარტა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება სამიზნე ჯგუფი და ახლა უკვე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებსაც შეეძლებათ კომპენსაციის მიღება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა თვითდასაქმებული, რომელიც რაიმე ოფიციალური დოკუმენტით ადასტურებს, რომ შემოსავალს იღებდა, 300 ლარით ერთდჯერადად დაეხმარებიან, ყველა დასაქმებულს კი თვეში 200 ლარით, 6 თვის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG