Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ჩატარება ისევ შესაძლებელი ხდება


საქართველოში 13 ივლისიდან მოიხსნება ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ზაფხულში, როცა შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, ასეთი ღონისძიებების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

13 ივლისიდან ისევ ნებადართული იქნება ღია ცის ქვეშ სხვა ღონისძიებების გამართვაც. პრემიერ-მინისტრმა მაგალითად მოიყვანა კინოლოგები, რომლებიც გამოფენების ჩატარებას მოითხოვენ. როგორც გახარიამ თქვა, „ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ“ და კინოლოგებს მივცეთ გამოფენების ნორმალურად ჩატარების შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG