Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველ მძღოლს COVID-19 დაუდასტურდა


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთაველ მძღოლს, რომელიც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს "ცხელების ცენტრში" იყო მოთავსებული.

ინფიცირებული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის, „წითელი ხიდის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 8 ივლისს შემოვიდა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, პაპუნა ბახტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ცხელების ცენტრში" კიდევ სამი მძღოლია, რომლებსაც პირველადი გამოკვლევის მიხედვით, კორონავირუსი აქვთ. სამივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოში „წითელი ხიდის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდნენ.

მძღოლების ბიოლოგიური მასალა საკვლევად "ლუგარის ლაბორატორიაშია" და პასუხს დღეს ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG