Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან გააძევეს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე


ცხინვალი
ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გააძევეს ქალი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, "საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი ქალი სამხრეთ ოსეთში უკანონოდ იმყოფებოდა და უკანონოდ ვაჭრობდა".

როგორ მოხვდა ქალი ოკუპირებულ რეგიონში და რამდენ ხანს იმყოფებოდა, ე.წ. უშიშროების კომიტეტი არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას იუწყება, რომ „სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი უცხოელი რესპუბლიკიდან 7 ივლისს გააძევეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG