Accessibility links

მაიკ პომპეო: ჩინეთს არ მიეცემა წვდომა ამერიკელთა პირად მონაცემებზე


მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 8 ივლისს განაცხადა, რომ აშშ-ი „მიმართავს ზომებს“, რომლებიც დაიცავს ამერიკელთა პირადი მონაცემებისა და სამედიცინო ხასიათის ჩანაწერების მოხვედრას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში.

ამ განცხადების ფონია პეკინის ოპერატიული მოქმედება, რათა გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები და შეზღუდოს ციფრული თავისუფლება ნახევრადავტონომიურ ჰონგ-კონგში.

ჰონგ-კონგში 1 ივლისს ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოების მასშტაბური კანონი, რომელიც მკაცრი განაჩენებით, მათ შორის სამუდამო პატიმრობით სჯის გამოყოფისკენ მოწოდებებს, სისტემისთვის ძირის გამომთხრელ საქმიანობას და ტერორიზმს.

კანონის ამოქმედებას აშშ-მა უწოდა "სევდიანი დღე" თავისუფლების მოყვარული ჩინელებისთვის.

მაიკ პომპეომ შეაქო ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები Facebook-ი, Google-ი და Twitter-ი, რომლებმაც უარი თქვეს დამორჩილებოდნენ მომხმარებელთა მონაცემების გადაცემის თაობაზე ჰონგ-კონგის მთავრობის მკაცრ მოთხოვნებს და სხვა კომპანიებსაც მოუწოდა მსგავსი მოქმედებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG