Accessibility links

სპეცრეისები საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სექტემბერშიც დაინიშნება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, სპეცრეისები სექტემბერშიც დაინიშნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

​"ეს იქნება იმ ინფორმაციაზე და ანალიზზე დამოკიდებული, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სქართველოს საელჩოებიდან, თუ სად გროვდება ადამიანების კრიტიკული მასა, ვისაც სურს საქართველოში დაბრუნება. ივლისში, აგვისტოშიც და სექტემბერშიც სპეცრეისები გაგრძელდება", - თქვა მან.

მიმდინარე თვეს საქართველოს მიმართულებით 5 ფრენაა დაგეგმილი. Wizz Air და Myway Airlines​-ის თვითმფრინავები ვარშავიდან, ბარსელონადან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან დააბრუნებენ საქართველოში მოქალაქეებს. ბილეთის ფასი კი 200 ევროზე მაღალი არ უნდა იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG