Accessibility links

ლევან დავითაშვილი: ყურძნის გადამამუშავებელი მსხვილი კომპანიები 30 თეთრიან სუბსიდიას მიიღებენ


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, სახელმწიფო სუბსიდიას რთველში ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის გადამუშავებას. სუბსიდიის ოდენობა აღნიშნული კომპანიებისთვის კილოგრამ ყურძენზე 30 თეთრით განისაზღვრება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაწესებული ფასი მინიმუმ 80 თეთრი იქნება.

„ეს 30 თეთრი არის სტიმული იმისთვის, რომ მათ 80 თეთრად შეძლონ ყურძნის შეძენა მსხვილმა კომპანიებმა, რაც ფაქტიურად გვაძლევს საშუალებას, რომ ფასი ბაზარზე ზოგადად იქნება 80 თეთრი და მეტი, იქიდან გამომდინარე, როგორი იქნება ხარისხი, ადგილწარმოშობის ზონები და ა.შ. თუმცა მინიმალური ფასი გარანტირებულია“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მედიასთან კომენტარში მინისტრმა აღნიშნა, რომ სუბსიდირების გადაწყვეტილებით სახელმწიფომ გააჩინა სოციალური გარანტიები მევენახეებისა და ფერმერებისათვის, რათა 2020 წლის რთველი ნაკლებად მძიმედ გაიარონ. მინისტრის თქმით, წელს ღვინის ქარხნებს 300 000 ტონამდე ყურძნის გადამუშავება მოუწევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG