Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Oxfam-ი მსოფლიო ლიდერებს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს


კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში მატულობს მოშიმშილეთა რიცხვი, რითაც შესაძლოა დღეში 12 000-მდე გაიზარდოს შიმშილის ნიადაგზე დაღუპულთა რაოდენობა, - ასეთ გაფრთხილებას შეიცავს Oxfam-ის ანგარიში.

სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციათა გაერთიანება Oxfam-ის მიერ 9 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე უფრო გაიზარდა შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა და ის მსოფლიო მასშტაბით 121 მილიონს აღწევს.

ამის მიზეზად სახელდება გლობალური პანდემიით გამოწვეული მასობრივი უმუშევრობის ზრდა, წარმოებისა და საკვების პროდუქტების მიწოდების მხრივ წარმოქმნილი შეფერხება და ასევე ჰუმანიტარული დახმარების მკვეთრი შემცირება.

ანგარიშში მითითებულია 10 "ცხელი წერტილი", სადაც სასურსათო კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ასეთ ქვეყნებს განეკუთვნება: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, დასავლეთ აფრიკის საჰელი, სამხრეთ სუდანი, სირია და ჰაიტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG