Accessibility links

უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერი პარკ ვონ-სუნი


პარკ ვონ-სუნის სამძებრო სამუშაოები სეულში

ხუთშაბათის შემდეგ გაუჩინარდა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერი პარკ ვონ-სუნი. მისი ქალიშვილის თქმით, მამამისის მიერ ჩაწერილი სატელეფონო მესიჯი ანდერძს ჰგავს.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მობილიზებულია 150 პოლიციელი, დრონი და მეძებარი ძაღლი. პოლიციის ცნობით, მისი მობილური ტელეფონი გამოთიშულია.

პარკი - დიდი ხნის სამოქალაქო აქტივისტი და ადვოკატი ადამიანის უფლებების სფეროში - სეულის მერად 2011 წელს აირჩიეს. ის ქალაქის პირველი მერია, რომელიც შარშან მესამე ვადით აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

პრეზიდენტ მუნ ჟე-ინის ლიბერალურ-დემოკრატული პარტიის წევრი პარკ ვონ-სუნი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ კანდიდატად მიიჩნევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG