Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინი: აშშ-ჩინეთის ურთიერთობები 40 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ყველაზე სერიოზული პრობლემების წინაშე დგას 40 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან მოკიდებული.

ჩინეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა „ემყარება სტრატეგიულ შეცდომებს, რომლებიც მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს და სავსეა ემოციებითა და მაკართისტული სტერეოტიპებით,“ თქვა ვანმა და იგულისხმა 1950-იან წლებში სენატორ ჯოზეფ მაკართის მიერ წარმოებული ანტიკომუნისტური კამპანია, რომლის დროსაც ადამიანებს კომუნისტურ საქმიანობაში სდებდნენ ბრალს არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

ვანმა ეს კომენტარი გააკეთა სიტყვაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მასში ის გამოვიდა მოწოდებით, რომ ჩინეთმა და აშშ-მა ერთობლივად ეძებონ მშვიდობიანი თანაარსებობის გზები და იმედი გამოთქვა, რომ აშშ უფრო რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს ჩინეთის მიმართ.

ვანის გამოსვლა, როგორც ჩანს, პასუხია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, ქრისტოფერ რეის 7 ივლისის კომენტარზე. რეიმ ილაპარაკა ჩინეთის მიერ განხორციელებულ ჯაშუშობისა და ქურდობის აქტებზე და განაცხადა, რომ ისინი აშშ-ის უშიშროებისთვის „უდიდეს გრძელვადიან საფრთხეს“ წარმოადგენს.

ვანის თქმით, ჩინეთს არასოდეს სურდა აშშ-ის გამოწვევა ან მისი ადგილის დაკავება და არ აპირებს მასთან კონფრონტაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG