Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჩუვაშეთის ყოფილი ლიდერის სარჩელი ვლადიმირ პუტინის წინააღდეგ


მიხაილ იგნატიევი
მიხაილ იგნატიევი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სარჩელი, რომელიც ჩუვაშეთის ავტონომიური რესპუბლიკის აწ გარდაცვლილმა ყოფილმა ლიდერმა აღძრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. მიხაილ იგნატიევმა გაასაჩივრა პუნიტის მიერ მისი მოხსნა.

9 ივლისს უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ საქმე ვერ გაგრძელდება იგნატიევის გარდაცვალების შემდეგ და მის მეუღლეს, ლარისა იგნატიევას უარი უთხრა მოსარჩელის სტატუსზე.

ლარისა იგნატიევას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი გაასაჩივრებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს პირველი ცნობილი შემთხვევაა, როცა ყოფილმა ჩინოვნიკმა პუტინს სასამართლოში უჩივლა თანამდებობის დაკარგვის გამო.

58 წლის იგნატიევი ივნისში გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც ის მაისის ბოლოს მოათავსეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით.

იგნატიევი რამდენიმე დღეში დაავადდა მას მერე, რაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა პუტინის წინააღმდეგ.

პუტინმა იგნატიევი იანვარში გაათავისუფლა მმართველი პარტია „ედინაია როსიადან“ გარიცხვის შემდეგ. პარტიიიდან ის გარიცხეს მას მერე, რაც იგნატიევმა პრესის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ „საჭიროა იმ ჟურნალისტების განადგურება“, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG