Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელოს“ პარტიული აქტივი არ შეუშვეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში


პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში მოსახლეობასთან შესახვედრად მიდიოდნენ. სოფლის შესასვლელთან საქართველოს შსს-ს საპოლიციო საგუშაგოზე ისინი შეაჩერეს და სოფელში აღარ შეუშვეს.

„ჯერ გვითხრეს ნახევარი საათი დაგველოდეთ, ზემდგომებს ვაცნობებთო, ნახევარი საათის შემდეგ კიდევ გვალოდინეს. არგუმენტები არც უთქვიათ. დაგველოდეთ, დაგველოდეთო, ასე გაჰყავდათ დრო. ამასობაში დაგვიანდა. ჩვენი კონსტიტუციური უფლება საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესახებ ირღვევა, სოფელში მოსახლეობა გველოდებოდა, მათთან „ლელოს" საარჩევნო პროგრამის შესახებ უნდა გვესაუბრა, მაგრამ ვერ შევედით და უკან გამოვბრუნდით", - აცხადებს „ლელო საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი ხანია ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან აღარ უშვებს და ამას მათივე უსაფრთხოების მოტივით ხსნის. პრობლემები უკვე პოლიტიკურ პარტიებსაც ექმნებათ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და მისი აქტივისტები კი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG