Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები


ხანძარი გაჩნდა რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის ნომერ პირველ კორპუსში მე-7 სართულზე მდებარე ბინაში. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ერთ-ერთმა მაშველმა უთხრა, მათი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულია გარდაცვლილის დეიდა.

ძლიერ დაკვამლიანებული სადარბაზოდან გამოყვანილ მსუბუქად დაშავებულებს პირველად დახმარებას ადგილზე მისული სამედიცინო ბრიგადები უწევენ. ძირითადი დაზიანება დაკვამლიანებამ გამოიწვია.

რამდენიმე სახანძრო ბრიგადა 30 წუთის განმავლობაში ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობდა. ამჟამად პოლიციის თანამშრომლები დამწვარ სახლში იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG