Accessibility links

თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ბინიდან უმისამართოდ ისროდა


პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან უმისამართოდ ისროდა. წუხელ მომხდარი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ-მ სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ ისროლა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარს არ უღებდა.

დაკავებულს ბრალად ედება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზეც.

5 ივნისს, მსგავსი ინციდენტი მოხდა ვარკეთილის დასახლებაში. ბინაში ჩაკეტილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციელებს რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჩაბარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG