Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის ისევ 5 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 973-მდე გაიზარდა. 5-5 ახალი შემთხვევა იყო ბოლო 7, 8 და 9 ივლისსაც.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 846.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

10 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4851 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG