Accessibility links

კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რატომ გაიზარდა პურის ფასი 2018 წლის დეკემბერში


კონკურენციის სააგენტომ 1,5 წლის შემდეგ დაადგინა მიზეზი, რატომ გაიზარდა 2018 წლის დეკემბერში პურის ფასი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ თქვა, რომ 2018 წლის დეკემბერში ფასის გაზრდა გონივრული, დანახარჯებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო, სხვა შემთხვევაში კომპანიები მუშაობას ვერ შეძლებდნენ.

საქართველოში პურის ფასი 2018 წლის დეკემბერში 10 თეთრამდე გაიზარდა. მალევე მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს მიზეზების დადგენა დაავალა.

"მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, რომ უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ მაშინ.

მამუკა ბახტაძე ისე გადადგა თანამდებობიდან, რომ ეს საკითხი შესასწავლი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG