Accessibility links

უიღურთა უფლებების დარღვევის გამო ვაშინგტონის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს  


რადიო თავისუფალი აზიის რეპორტაჟი უიღურთა უფლებების დარღვევის შესახებ

ჩინეთმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს აშშ-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა პეკინის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა დასავლეთში, სინიანის პროვინციაში, უიღურთა და სხვა მუსლიმი უმცირესობის უფლებების „საშინელი და სისტემატური“ დარღვევის გამო.

„აშშ-ის ქმედება წარმოადგენს სერიოზულ ჩარევას ჩინეთის საშინაო საქმეებში, ის სერიოზული დარღვევაა საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური ნორმებისა და სერიოზულ ზიანს აყენებს აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერობას“, ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 ივლისის განცხადებაში. აშშ-ის სანქციები დაწესდა კორონავირუსის პანდემიის მიმართ ჩინეთის მიდგომის და ჰონგ-კონგში პეკინის ქცევის გამო ორ ქვეყანას შორის ერთობ დაძაბული ურთიერთობის ფონზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიზას არ მისცემენ და აშშ-ში აქტივებს გაუყინავენ ჩინეთის სამ ოფიციალურ პირს, სინიანის პროვინციის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელებს, მათ შორის, კომუნისტური პარტიის სინიანის რეგიონულ თავმჯდომარეს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ რეპრესიების სავარაუდო არქიტექტორს, ჩენ სუანგოუს. სანქციები დაუწესეს მეოთხე პირსაც, სინიანის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG