Accessibility links

სერბეთის და კოსოვოს ლიდერები ვიდეოსამიტს მართავენ - დიალოგს განაახლებენ


France - French President Emmanuel Macron (R), and flanked by his delegation, speaks during a visio conference with Kosovo Prime Minister Avdullah Hoti, Serbian President Aleksandar Vucic, and German Chancellor Angela Merkel, at the Elysee Palace, in Pari

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ავდულა ჰოტი ონლაინმოლაპარაკებებს მართავენ 10 ივლისს - ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტამდე. მოლაპარაკების მიზანია ორი ქვეყნის ჩიხში შესული დიალოგის განახლება მათ შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით.

ვიდეოკონფერენციას შეუერთდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ასევე, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკავშირის საგანგებო დესპანი ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგის საკითხებში, მიროსლავ ლაიჩაკი.

ამ დისკუსიებს მოჰყვება შემდგომი საუბარი ჰოტისა და ვუჩიჩს შორის 12 ივლისს, ევროკავშირის შტაბბინაში, ბელგიის დედაქალაქში.

კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა ოლქმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს, რაც ბელგრადმა უარყო. ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ბელგრადსა და პრიშტინას შორის ჩაიშალა 2018 წლის ბოლოს, მას მერე, რაც შემოთავაზებული იქნა მიწის გაცვლა და მას მერე, რაც კოსოვომ 100-პროცენტიანი გადასახადი დაუწესა სერბეთის იმპორტს.

კოსოვოც და სერბეთიც, რომლებიც ევროკავშირში შესვლისკენ მიისწრაფვიან, აწყდებიან დასავლეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG