Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლის დახრჩობის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს სააპელაციო სასამართლომ გირაო შეუფარდა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და მოსწავლის, 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (5000 ლარი) შეუფარდა.

თავდაპირველად გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიების ვერსიით, 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა „ალბიონის” პედაგოგების ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG