Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდი რუსეთს უჩივის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო  


 MH17-ის ჩამოვარდნის ადგილი დონეცკის რეგიონში, უკრაინაში.
MH17-ის ჩამოვარდნის ადგილი დონეცკის რეგიონში, უკრაინაში.

ნიდერლანდის მთავრობა რუსეთს უჩივის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში მისი სავარაუდო როლის გამო მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის, რეისი - MH17-ის, აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოგდების გამო.

ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა 10 ივლისს განაცხადა, რომ სარჩელის შეტანა მოხდა იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაეწიოს იმ ცალკეულ საქმეებს, რომლებიც მსხვერპლის ნათესავებმა შეიტანეს სტრასბურგის სასამართლოში. „ამგვარი მიმართულებით მოქმედებისას მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას სთავაზობს ცალკეულ შემთხვევებს“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

MH17-ი, რომელიც 2014 წლის ნოემბერში ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, ჩამოაგდო რუსული წარმოების ბუკის ტიპის რაკეტამ, რომელიც გატყორცნილი იყო რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი, სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან. თვითმფრინავში მყოფი, 298 მსხვერპლიდან ორი მესამედი ნიდერლანდელები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG