Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს


კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან ახლოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია.

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. მათი ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. ამ დროისთვის დამატებითი ცნობების მოკვლევა მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG