Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის მერს გადადგომაზე განცხადება არ დაუწერია - პრესსამსახური


ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომაზე განცხადება არ დაუწერია. ასე უპასუხა პრესსამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლების კითხვას, მერის შესაძლო გადადგომაზე.

"ძალიან ბევრმა მედიასაშუალებამ დამირეკა. მერთან იყო ამ საკითხზე საუბარი. მან ამ კითხვაზე მიპასუხა, რომ არ აქვს განცხადება დაწერილი და მედიის დაყენებულ საკითხებს უპასუხებს ორშაბათს", - თქვა მერიის თანამშრომელმა და არ დააკონკრეტა, გადადგომაზეც ისაუბრებდა თუ არა მერი.

დღეს, 11 ივლისს, მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობას ტოვებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG