Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ტატიაშვილს ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლება არ მისცეს


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ გიგა ტატიაშვილს ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა.

"პროკურატურამ თქვა, თქვენი დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ არაო. მსჯავრდებული იყო? ადამიანი ბრალდებულია, პრაქტიკულად მართალია სამართლებრივად. ბრალდებული ადამიანი ხო არ შეიძლება მსჯავრდებულად ჩაითვალოს და შეზღუდვები დაუწესო? ეროვნულ გამოცდას ახლიდან არავინ დანიშნავს, სამართლებრივ დავას აზრი ამიტომ არ აქვს", - თქვა მან.

გიგა ტატიაშვილი სხვა 16 პირთან ერთად გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს დააკავეს. ყველა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG