Accessibility links

დონბასის კონფლიქტის ზონაში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა


ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა 10 ივლისს უკრაინის დამცველთა პოზიციებზე მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების საბრძოლო პოზიციებიდან მოწინააღმდეგემ ერთი დღის განმავლობაში 17-ჯერ გახსნა ცეცხლი სხვადასხვა სახის იარაღიდან.

უკრაინული სამხედრო პორტალის ცნობით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურე მექანიზებული ბრიგადის უმცროსი ლეიტენანტი, ტარას მატვიივია, რომელმაც არმიის რიგებში ჩადგომამდე ლვოვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სხვადასხვა გამოცემის ბლოგერადაც მუშაობდა.

დონბასში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

დასავლეთი და უკრაინა სეპარატისტული დონბასის უკანონო ფორმირებების მხარდაჭერაში რუსეთს ადანაშაულებენ. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დონბასში სავარაუდოდ მხოლოდ რუსი „მოხალისეები“ იმყოფებოდნენ.

გაეროს თანახმად, დონბასში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში, 2014 წლის მარტიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე, დაიღუპა სულ მცირე 13 200 კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG