Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლია გიგაური: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული დაჭრილი კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება


შერიგებია და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლია გიგაური ამბობს, რომ კასპის რაიონში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული დაჭრილი კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ის ახლა ახალგორის საავადმყოფოშია.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენი ინფორმაციით სოკოს საკრეფად იყო წასული, მათ ჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ კი დააკავეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აცხადებს გიგაური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 11 ივნისს საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

"უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება", - წერდა სუს-ი გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG