Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კარანტინში იმყოფება


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იზოლატორის ნაცვლად კარანტინში მოათავსეს.

სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები მამაკაცი 3 ივლისს ოკუპირებულ აძვისთან დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ოსური მედიის ცნობით, დაკავებული, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჯერ ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. ამის შემდეგ კი მისი ადმინისტრაციული სასჯელის საკითხს, შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას უკვე დაუდასტურა მეჯვრისხეველი მამაკაცის დაკავების ფაქტი. მის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

გორის მერის წარმომადგენელმა მეჯვრისხევის თემში ლექსო ბუჯიაშვილმაც დაადასტურა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების ფაქტი. მისი თქმით, 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილი, სოფელ აძვთან, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მღებრიშვილი ამჟამად ცხინვალის საკარანტინო ზონაშია.

დაკავებულს კარანტინის ვადა 17 ივლისს ეწურება და ოჯახი მის გათავისუფლებას ამ დროისთვის ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG