Accessibility links

პრეზიდენტი ტრამპი საზოგადოების წინაშე მეორედ გამოჩნდა სანიტარიული პირბადით


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში

აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე სანიტარიული ნიღბით 11 ივლისს, როდესაც მერილენდში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ დაჭრილ ამერიკელ სამხედროებსა და იმ ექიმებს შეხვდა, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.

აშშ-ის პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი უგულებელყოფს საჯარო შეხვედრებზე პირბადის ტარებას, მაგრამ უოლტერ რიდის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არასოდეს ყოფილი წინააღმდეგი პირბადის ტარებისა „საჭირო დროს და საჭირო ადგილზე“.

დონალდ ტრამპს სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის დროს ეკეთა შავი პირბადე, რომელზეც ამოქარგული იყო პრეზიდენტის მომცრო გერბი.

უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტი მაისში გამოჩნდა პირბადით, როდესაც ის ქარხანა დაათვალიერა, რომელიც სამედიცინო ვენტილატორებს აწარმოებს.

სამხედრო ჰოსპიტალში დონალდ ტრამპის ვიზიტის ფონია ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატება აშშ-ში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის განახლებული სტატისტიკით, პანდემიის განმავლობაში აშშ-ში ვირუსული ინფექციით დაავადებული აღმოჩნდა 3,2 მილიონი ადამიანი.

სულ მცირე, 134 000 პაციენტი გარდაიცვალა. პირბადის ტარებას, რაც აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციით აუცილებელია დაავადების პრევენციისათვის, მხარს უჭერენ სხვა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG