Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს


პოლონეთში დილიდან მიმდინარეობის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და ოპოზიციის კანდიდატი, ვარშავის მერი, რაფალ ტრჟასკოვსკი.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო არჩევნები ტარდება სანიტარიული რეჟიმის პირობებში. სანიტარიული ნიღბების ტარება აუცილებელია საარჩევნო უბნებზე.

არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ფავორიტად ითვლება ანჯეი დუდა, რომელმაც 28 ივნისს მიიღო ამომრჩეველთა ხმების 43,5%, მისმა კონკურენტმა - ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ, 30,46%.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ ანჯეი დუდა გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რაც აუკრძალავს ლგბტ-წყვილებს ბავშვების შვილად აყვანას.

მისი მეტოქე, ლიბერალი რაფალ ტრჟასკოვსკი, კონსერვატიულად განწყობილი ელექტორატის კრიტიკის სამიზნეა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო გეი პრაიდში და პირობა დადო, რომ ვარშავის სკოლებში შემოიღებს სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG