Accessibility links

კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებმა მოლაპარაკება გამართეს


ავდულა ჰოტი და ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ავდულა ჰოტიმ 12 ივლისს მოლაპარაკება გამართეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში.

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, მოლაპარაკებების მოდერატორი იყო ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი.

ევროკავშირი ცდილობს, ხელი შეუწყოს დიალოგის მოწესრიგებას კოსოვოსა და სერბეთს შორის, მაგრამ ბრიუსელის ბოლო მცდელობა 18 თვის წინ კრახით დასრულდა.

„დიალოგი მოითხოვს ორივე მხარის პოლიტიკურ გაბედულებას. იოლი არასოდესაა გამოსავლის მოძებნა პრობლემებიდან, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება და ასეთი მტკივნეულია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ავდულა ჰოტიმ 10 ივლისს გამართეს ონლაინმოლაპარაკებები.

ვიდეოკონფერენციას შეუერთდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ასევე, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკავშირის საგანგებო დესპანი ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგის საკითხებში, მიროსლავ ლაიჩაკი.

ეს მოლაპარაკება მიზნად ისახავდა კოსოვოსა და სერბეთის ლიდერთა სამიტის ორგანიზებას, რომელიც სავარაუდოდ 16 ივლისს უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG