Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში კორონავირუსით წუხელ 6 პაციენტი გარდაიცვალა


სომხეთში, სადაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმეა, წუხელ ვირუსული ინფექციის შედეგად 6 პაციენტი გარდაიცვალა.

სომხეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, განვლილ დღე-ღამეში 577-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა.

ცენტრის ცნობით, ეპიდემიის განმავლობაში COVID-19 გახდა 565 პაციენტის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი.

მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 182 ადამიანი სხვა მიზეზით გარდაიცვალა.

პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა სომხეთის 31 969 მოქალაქე.

ვირუსული ინფექციისაგან უკვე განიკურნა 19 63 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG