Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსული ინფექციის გამო უკრაინის შვიდ ოლქში მთავრობა ნაადრევად მიიჩნევს კარანტინის გაუქმებას


12 ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს შემოღებული მკაცრი საკარანტინო შეღუდვების ნაწილობრივ გაუქმებას ისეთ ოლქებში, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამის კოვიდკრიტერიუმებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთებს განეკუთვნება ვინიცის, ვოლინის, დონეცკის, კარპატისპირეთის, როვნოს, ტერნოპოლისა და ჩერნიგოვის ოლქები.

იმისთვის, რომ კარანტინი შემსუბუქდეს, საჭიროა, ოქები აკმაყოფილებდნენ 4 მიზნობრივ კრიტერიუმს.

საავადმყოფოებში დაკავებული არ უნდა იყოს საწოლების 50%, კორონავირუსის ახალი შემთხვევები 11%-ს, ხოლო ზრდის დინამიკა - 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გარდა ამისა, რეგიონში დღე-ღამეში სულ მცირე 24 ტესტი უნდა ჩატარდეს 100 000 კაცზე.

კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში უკრაინაში ვირუსული ინფექციით დაავადდა 53 521 ადამიანი, 26 118 განიკურნა, 1 382 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG