Accessibility links

კრასნოიარსკის ოლქში ავარიის შედეგად ნიადაგში 45 ტონა საავიაციო საწვავი ჩაიღვარა


ამბარნაიაში ჩაღვრილი საწვავის ამოტუმბვა

კრასნოიარსკის ოლქში, სოფელ ტუხარდთან გამავალი გიგანტური „ნორნიკელის“ საწარმოს კუთვნილი მისლადენის მონაკვეთზე დაირღვა ჰერმეტულობა, რის შედეგადაც ნიადაგაში ჩაიღვარა დაახლოებით 45 ტონა საავიაციო საწვავი.

მანამდე მილსადენის მფლობელი კომპანია „ნორილსკტრანგაზის“ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დაღვრილია 20 ტონა ნავთი.

იუწყებოდნენ, რომ ავარია საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და მიღებულია ზომები, დაბინძურებული ნიადაგიდან დაღვრილი საწვავის შესაგროვებლად.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით რეგიონულ პროკურატურაში მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა.

მაისის ბოლოს ნორილსკის ნომერ მე-3 თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად, მოხდა 21 ათასი ტონა დიზელის საწვავის დაღვრა. თანაც საწვავი ორ მდინარეში - დალდიკანსა და ამბარნაიაში მოხდვა, იქიდა კი პიასინოს ტბაში.

ეკოლოგებმა მაშინ ამ ავარიას რუსეთის არქტიკაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა უწოდეს, ხოლო რეგიონში გამოცხადდა ფედერალური მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG