Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში ხანძარი გაუჩნდა სამხედრო გემს


17 მეზღვაური და 4 სამოქალაქო პირი დაშავდა აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, რომელიც კალიფორნიის შტატში, სანდიეგოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მდებარე ამერიკულ სადესანტო ხომალდს „ბონომ რიჩარდს“(USS Bonhomme Richard) გაუჩნდა. დაშავებულებს მკურნალობა ადგილობრივ საავადმყოფოში უტარდებათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარი გემზე კვირას, ადგილობრივი დროით 9 საათზე დაიწყო. მის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და სამხედრო უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ.

ინცინდენტის მომენტში ხომალდი ტექნიკურ შემოწმებას გადიოდა. მის ბორტზე იმყოფებოდა 160 მეზღვაური, რომელთა ევაკუაციაც განხორციელდა. გემის ეკიპაჟის შემადგენლობაში სულ 1000-მდე ადამიანი შედის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG