Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით Wizz Air Abu Dhabi 1 ოქტომბრიდან იფრენს - აეროპორტების გაერთიანება


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით კვირაში ორი ფრენა შესრულდება. ამ რეისს Wizz Air-ის შვილობილი კომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

"8 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

საქართველოში Wizz Air-მა ფრენები პანდემიის გამო შეაჩერა. კომპანია ასევე დროებით აჩერებს ბაზის მუშაობას. მანამდე კომპანია ქუთაისიდან რამდენიმე 30-ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა ფრენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG