Accessibility links

დეპუტატ კობა კობალაძის შვილს ბრალი წაუყენეს


პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძეს ბრალი წაუყენეს. რა მუხლით აქვს წაყენებული მას ბრალი, უცნობია. პროკურატურაში ამ საკითხზე განცხადების გავრცელებას აპირებენ.

შემთხვევა, რომლის გამოც დეპუტატის შვილი დააკავეს, 24 ივნისს მოხდა. ამ დღეს ბანკის თანამშრომელი, 23 წლის მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე სამი პირი მას შემდეგ დააკავა, რაც "TV პირველის" ეთერში ამ საქმესთან დაკავშირებით ანონსი გავიდა. უწყების განცხადებაში ეწერა, რომ კობალაძე სამართალდამცავ უწყებაში თავისი ნებით გამოცხადდა.

"ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ", - აცხადებდნენ პრესსამსახურში.

დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მეორეს კი - 126-ე (ძალადობა) და 238-ე პრიმა (ცივი იარაღის ტარება) მუხლებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG