Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა


ნიკოლოზ თოფურიძე
ნიკოლოზ თოფურიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც იგი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა გუნდისა და გუბერნატორის თხოვნით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, თანამდებობა ამ დრომდე შეინარჩუნა:

„ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით”, - წერს ნიკოლოზ თოფურიძე. იგი ამბობს, რომ თანმდებობიდან წასვლის მიუხედავად რჩება „ქართული ოცნების“ გუნდში და აგრძელებს ამ გუნდთან ერთად მუშაობას:

"დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს. მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება“, – წერს ნიკოლოზ თოფურიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG