Accessibility links

Covid-19-ის რეკომენდაციების დაცვაზე შემოწმებული კვების ობიექტებიდან ყოველი მესამე დაჯარიმდა


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის გამო შემოწმებული 90 კვების ობიექტიდან 31 დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურიდან მიწოდეს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ რესტორნების ნაწილს არ ჰქონდათ დეზობარიერი, სტუმარს ბარიდან ემსახურებოდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში მაგიდებს შორის დისტანცია არ იყო დაცული ან 6 პირზე მეტი იჯდა.

კვების ობიექტებს 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.

კორონავირუსის საფრთხის გამო, მთავრობის დადგენილებით, კვების ობიექტების ასამუშავებლად აუცილებელია უსაფრთხოების სპეციალური წესების დაცვა. კომპანია, რომელიც წესებს არ დაიცავს, 10 ათასი ლარით ჯარიმდება. განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა, საქმიანობაც შეუჩერდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG