Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი" 2020 წლის არჩევნებისთვის Tesla-ს ავტომობილის გათამაშებას გეგმავს


პოლიტიკური პარტია "გირჩი" 2020 წლის არჩევნებისთვის Tesla-ს ავტომობილის გათამაშებას გეგმავს. პარტიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამ მანქანის შეძენაში დახარჯავენ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში მიღებულ დაფინანსებას.

პარტიაში აცხადებენ, რომ გათამაშებაში ჩასართავად მათ ვებგვერდზე რეგისტრაცია და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან სელფის გადაღებაა საჭირო.

"გირჩს" მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან, არასწორი და არასამართლიანია. ზუსტად ამის გამო, პოლიტიკოსები და მათი პარტიები მეტწილად არაგულწრფელები და კორუმპირებულები არიან. სწორედ ამიტომ, "გირჩი" ახალი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, როდესაც პოლიტიკოსებს და პარტიებს მხოლოდ მათი მხარდამჭერები და ამომრჩევლები დააფინანსებენ და არა განურჩევლად ყველა საქართველოს მოქალაქე", - აცხადებენ პარტიაში.

მათივე ინფორმაციით, თუ 2020 წლის პარლამენტში მოხვდებიან, პარტიების დაფინანსების გაუქმებას მოითხოვენ.

საქართველოს კანონმდებლობით, პირველი 50 ათასი ხმის მიღების შემთხვევაში პარტია ბიუჯეტიდან თითო ხმისთვის 15 ლარს იღებს, ყოველი შემდეგი ხმისთვის კი - 5 ლარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG