Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი, შესაძლოა, შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთოს


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შესაძლოა, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთოს. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

"სახალხო დამცველი ხვდება და ალბათ, მალე დაასრულებს ყველა ბრალდებულის მონახულებას. ასევე, ვაპირებთ შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრას, მათგან მოვისმენთ, რა კითხვები აქვთ გამოძიებასთან, რაში სჭირდებათ სახალხო დამცველის ჩართულობა და არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ პროკურატურას, წვდომა გვქონდეს მიმდინარე გამოძიების მასალებზე და შევისწავლოთ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება სიცოცხლის მოსპობის ნაწილზე", - თქვა ლომჯარიამ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას სიცოცხლეში არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული, მისი გარდაცვალება კი ასფიქსიამ გამოიწვია, რომელიც წყალში დახრჩობით მოხდა. ამ საქმესთან შემხებლობაში დაკავებულია 17 პირი, თუმცა შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილზე ბრალი არცერთ მათგანს არ აქვს წაყენებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG