Accessibility links

ნიღბების ტარება მნიშვნელოვანი რჩება, კორონავირუსის შემთხვევები ბევრ ქვეყანაში აგრძელებს ზრდას


ტეხასის შტატი, ჰიუსტონი. ჯანდაცვის მუშაკი შესვენებისას, როცა მანქანებით დიდ რიგში მდგომი მოქალაქეები კოვიდ-19-ის ტესტირებას ელიან.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის წარმომადგენლები ცდილობენ, ახალი ბიძგი მისცენ მოქალაქეებს, რათა ხელი შეუწყონ ნიღბების ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მისდიონ სხვა რეგულაციებსაც კორონავირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, რამდენიმე შტატში ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე.

ადმირალმა ბრეტ ჟირუამ, კორონავირუსის საკითხში საგანგებო ჯგუფის წევრმა თეთრ სახლში, თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარებას "სრულიად აუცილებელი" უწოდა და 12 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანა უამისოდ ვერ მოახერხებს ვირუსის გაკონტროლებას.

შეერთებულ შტატებში ვირუსის აფეთქებამ, გავრცელებული ცნობებით, 135 000 სიცოცხლეზე მეტი შეიწირა. ის კვლავ აგრძელებს გავრცელებას განსაკუთრებით სამხრეთსა და დასავლეთში, სადაც ბევრმა შტატმა შეზღუდვების მოხსნა მაისში დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12 ივლისს განაცხადა მორიგი რეკორდის შესახებ მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობის კუთხით 24 საათის განმავლობაში.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევათა რაოდენობა 230 000-ს აღემატება და რომ შეერთებული შტატები კვლავ სიის თავშია 66 000 შემთხვევაზე მეტით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასევე დგანან ახალი ინფექციის მზარდი ტალღის წინაშე.

უნგრეთმა ახალი სასაზღვრო შეზღუდვები დააწესა, ხორვატიამ 13 ივლისს ნიღბების ტარება სავალდებულო გახადა მაღაზიებში, ხოლო ბულგარეთის ხელისუფლებამ ასევე თავიდან შემოიღო შეზღუდვები. ინდოეთი, სამხრეთი აფრიკა, ირანი და ბრაზილია ასევე კვლავ აწესებენ შეზღუდვებს და მოუწოდებენ ხალხს, ატარონ ნიღბები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG