Accessibility links

Amnesty International-ი მთავრობებს მოუწოდებს, COVID-19-ისგან დაიცვან მედმუშაკები


Amnesty International-ი იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი იზრდება, მოუწოდებს, უზრუნველყონ ამ დაავადების მკურნალი მედმუშაკების ადეკვატური დაცვა.

ორგანიზაციის თქმით, პირადი დამცავი აღჭურვილობის სიმცირე შეინიშნება განხილულ 63-ვე ქვეყანასა და რეგიონში, რომლებიც მიმოხილულია 13 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Amnesty International-მა განაცხადა, რომ მისი ანგარიში „ხაზს უსვამს სერიოზულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რასაც განიცდიან დღეს ჯანდაცვისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს სხვა მუშაკები, ასევე იმაზე, რომ მთავრობები ვერ ახერხებენ მათი ადამიანის უფლებების სრულად დაცვას“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პირადი დამცავი აღჭურვილობის დეფიციტს ამძიმებს ეკონომიკური პრობლემები და სავაჭრო შეზღუდვები. არის ცნობები, რომ ზოგი ექიმი იძულებულია, საკუთარი ფულით შეიძინოს ისინი.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანახმად, მისი დაანგარიშებით, 79 ქვეყნის 3000-ზე მეტი მედმუშაკი გარდაიცვალა COVID-19-ით. მათ შორის ყველაზე მეტი - რუსეთში (545), დიდ ბრიტანეთში (540), აშშ-სა (507) და ბრაზილიაში (351).

ორგანიზაცია, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა, აცხადებს, რომ მთავრობებს უნდა მოეთხოვებოდეთ პასუხი ჯანდაცვისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს სხვა მუშაკების სიკვდილისთვის, ვინაიდან მათ ვერ დაიცვეს ისინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG