Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივან საფრონოვს ოფიციალურად წარუდგინეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება


ივან საფრონოვი
ივან საფრონოვი

სამხედრო ჟურნალისტსა და „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველს, ივან საფრონოვს ოფიციალურად წარუდგინეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება. როგორც საფრონოვის ადვოკატმა, ივან პავლოვმა განუცხადა ინტერფაქსს, ბრალდების ტექსტი ზუსტად ემთხვევა საქმის აღძვრის დადგენილების ტექსტს.

ფსბ-ს ვერსიით, 2017 წელს საფრონოვმა გაგზავნა მასალა, რომელიც „ჩეხეთში მიღებულ იქნა პირის მიერ, რომელიც, შესაძლოა, ამ ქვეყნის დაზვერვასთან იყო კავშირში“. ფსბ-ს გამომძიებელთა მიერ წარმოდგენილი კიდევ ორი გამოძიება „აანალიზებს მისი სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის შედეგებს“.

7 ივლისს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილ ჟურნალისტს, ამჟამად - „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველს, ივან საფრონოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფოს ღალატში ეჭვის საფუძველზე. ფსბ მას ბრალს სდებს, რომ ჟურნალისტური საქმიანობისას ის თანამშრომლობდა ჩეხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან და მას საიდუმლო მასალებს აწვდიდა.

გამოძიების თანახმად, საფრონოვი 2012 წელს გადაიბირეს, 2017-ში კი მიიღო დავალება, შეეგროვებინა მონაცემები რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სამხედროების მოქმედებების შესახებ, რაც მან შეასრულა.

საფრონოვი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატით თქმით, თავისი კლიენტის საქმეში არ უნახავს დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საფრონოვის ყოფილი კოლეგები მიიჩნევენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე დაკავშირებულია მხოლოდ მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან.

რუსეთის რიგმა მედიასაშუალებამ ხელისუფლებისგან მოითხოვა საფრონოვის საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG