Accessibility links

იმნაძე ქორწილების დაშვებაზე: 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელ დისტანციაზე იქნება ლაპარაკი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ კვლავ აკრძალული უნდა დარჩეს ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის, ქორწილების გამართვაც. ამის შესახებ ამ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელ დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი", - თქვა იმნაძემ ქორწილების დაშვებაზე საუბრისას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 90 შემოწმებული ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 31 კვების ობიექტი დააჯარიმა. მათ შორის ერთი - ქორწილის გამართვისთვის. კორონავირუსის საფრთხის გამო ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია. ჯარიმა 10 ათასი ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG