Accessibility links

ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისით საქართველოში დაბრუნდა 171 ადამიანი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად, 13 ივლისს ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დაბრუნდა 171 ადამიანი. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ისინი სპეციალური ავტობუსებით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეებში.

ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისი განახორციელა ავიკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ (Myway Airlines).

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ივლისში შემდეგი სპეციალური რეისები შესრულდება:

15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა - ქუთაისი - ბარსელონა;

17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი - რომი - თბილისი;

22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი - პარიზი (ბოვე) - ქუთაისი;

28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ათენი - ქუთაისი - ათენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG