Accessibility links

კორონავირუსის 4-ვე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა. მისი თქმით, ოთხივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, კოვიდცენტრებში დადასტურებული კოვიდინფექციით სულ 142 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში 14 ივლისის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

არსებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კოვიდ-19 სულ დადასტურებული აქვს 999 ადამიანს, მათგან გამოჯანმრთელებულია 870, გარდაცვლილი - 15.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG