Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უარყო პეკინის პრეტენზია სამხრეთ ჩინეთის ზღვის მონაკვეთზე


ჩინეთის ავიამზიდი და თანმხლები ხომალდები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მანევრებისას, 2016 წელი.
ჩინეთის ავიამზიდი და თანმხლები ხომალდები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მანევრებისას, 2016 წელი.

აშშ-მა ოფიციალურად უარყო ჩინეთის სადავო პრეტენზია სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილზე და მხარი დაუჭირა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზღვისპირა სახელმწიფოებს, რითაც ისედაც უკვე დაძაბული ურთიერთობები შესაძლოა, უარესად გამწვავდეს.

13 ივლისის ოფიციალურ განცხადებაში, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს ცხადჰყოს, რომ პეკინის პრეტენზია სამხრეთ ჩინეთის ზღვის მონაკვეთზე "სრულიად უკანონოა, ისევე როგორც დაშინების კამპანია იმ მიზნით, რომ ისინი აკონტროლოს".

შეერთებული შტატები დიდი ხანია გამოდის ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიების წინააღმდეგ, რომელიც ეხება სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90 პროცენტს.

ეს მსხვილი საერთაშორისო სავაჭრო გზაა, მდიდარი საზღვაო და ენერგეტიკული რესურსებით. სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილებზე პრეტენზია აქვთ ინდონეზიას, ფილიპინებს, ვიეტნამს, მალაიზიას, ბრუნეის და ტაივანს.

უკანასკნელ წლებში პეკინმა გაიმყარა თავისი პოზიცია სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე იმით, რომ სამხედრო ბაზები და სხვა ინფრასტრუქტურა შექმნა მარჯნის კუნძულებზე, რათა გაემყარებინა თავისი პრეტენზია წყლებზე, რომელიც კუნძულებს, რიფებს და მეჩეჩებს მოიცავს.

საპასუხოდ, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი რეგულარულად ატარებს, როგორც თავად უწოდებს, თავისუფალი ნავიგაციის მანევრებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე.

შეერთებული შტატების ახალი პოზიცია უფრო შორს მიდის, ვიდრე მისი ადრინდელი მიდგომა - არ დაეჭირა არანაირი პოზიცია ცალკეული ტერიტორიული პრეტენზიების მიმართ. ახლა ის უკვე ღიად უჭერს მხარს ზღვისპირა სახელმწიფოებს მათ დავაში ჩინეთის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG