Accessibility links

სირიაში აფეთქებისას დაიჭრნენ რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულის წევრები


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ივლისს განაცხადა, რომ გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაზარალდა სირიაში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრული. ცნობის თანახმად, დაჭრილია რუსეთის სამი და თურქეთის რამდენიმე სამხედრო.

აფეთქება მოხდა მეამბოხეთა კონტროლქვეშ მყოფ იდლიბის რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. ერთობლივი პატრული აკონტროლებდა ავტომაგისტრალს, რომელიც ალეპოს აკავშირებს ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონთან.

მარტში რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სირიის სამთავრობო ჯარების რამდენიმეთვიანი იერიშის შემდეგ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების იერიშების შედეგად საკუთარი სახლ-კარი მიატოვა მილიონამდე ადამიანმა და შეიქმნა საფრთხე, რომ ლტოლვილთა ტალღა თურქეთს მიაწყდებოდა.

შეთანხმების ფარგლებში თურქეთისა და რუსეთის ჯარები ერთობლივად პატრულირებენ ბუფერულ ზონაში, მეამბოხეებისა და სირიის სამთავრობო ჯარების პოზიციებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG